22 ოქტომბერი 2020,   17:00
ვრცლად
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის 22 ტანკი, 228 საარტილერიო დანადგარი, 30 ანტისარაკეტო სისტემა და სხვა მძიმე ტექნიკა გაანადგურეს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ოფიციალური ბაქო აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ბოლო 4 დღეში სომხეთის 22 ტანკი, 228 საარტილერიო დანადგარი, ხუთი საწყობი, 30 ანტისარაკეტო სისტემა და სხვა მძიმე ტექნიკა გაანადგურეს.

დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 23 სამხედრო, სომხეთის საერთო დანაკარგი კი 103 ჯარისკაცს შეადგენს.

დღის ამბები