22 ოქტომბერი 2020,   16:39
ვრცლად
პარტიამ "ქართული არჩევანი" პარტიული სიის ათეული და იმერეთის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

პარტიამ "ქართული არჩევანი" პარტიული სიის ათეული და იმერეთის რეგიონში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სიის ათეული ასე გამოიყურება: ბეჟან გუნავა, თემურ გოგსაძე, მადონა შაინიძე, გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ზურაბიანი, ქეთევან ბუთურიშვილი, გიორგი შავრეშიანი, როინ გელაშვილი, მელანო შავგულიძე და ბადრი შაინიძე.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, ქუთაისში მელანო შავგულიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში - როინ გელაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში - თემურ გოგსაძე, ხოლო სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში - იოსებ (კახა) ჩიხლაძე წარადგინეს.

დღის ამბები