22 ოქტომბერი 2020,   16:28
ვრცლად
საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში გუშინ ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნის ცერემონია ვირტუალურად გაიმართა.

დიპლომატუიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება და დაფარავს ამერიკის 19 შტატს.

საქართველოს საკონსულოს ამოცანა იქნება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. 

დღის ამბები