22 ოქტომბერი 2020,   17:17
ვრცლად
"ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მხარდაჭერა გვეზრდება" - Survation-ის კვლევას პოლიტიკოსები აფასებენ

როგორია ამომრჩევლის განწყობები არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე - ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც კვლევისას მათი პოზიცია არ გამოხატა, რადგან დარწმუნებულები არიან რომ ასეთი ადამიანები სწორედ ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს.

"ევროპული საქართველოს" მზარდ რეიტინგზე საუბროს სერგი კაპანაძე და ამბობს, რომ ეს იმის ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ მომდევნო მთავრობის მთავარი კომპონენტები სწორედ "ევროპული საქართველო“ იქნება.

"ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მხარდაჭერა გვეზრდება და გაცილებით მეტი ადამიანი იქნება ახლა ჩვენს გვერდით, ვიდრე ეს იყო წინა არჩევნებზე,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

"ქართულ ოცნებაში" კი დარწმუნებულები არიან საზოგადოების ნდობასა და მხარდაჭერაში.

"ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა ქართული ოცნების მიერ გაწეული სამუშაოები, ჩვენი მთავრობის მიერ გაწეული შრომა და სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ჩვენს რეგიონში აქვს მაღალი რეიტინგი,“ - ამბობს პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, გოგი მეშველიანი.

დღის ამბები