24 ოქტომბერი 2020,   19:03
ვრცლად
3 სპეცოპერაცია პარალელურ რეჟიმში - სამართალდამცავები კომპანია "ბროლში", რესტორან "ქალაქურსა" და სავალუტო ჯიხურ "ზაზში" შევიდნენ

3 სპეცოპერაცია პარალელურ რეჟიმში - სამართალდამცავები, ერთდროულად, კომპანია "ბროლში", რესტორან "ქალაქურსა" და სავალუტო ჯიხურ "ზაზში" შევიდნენ.

საუბარია ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრების ფაქტზე.

ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული პირების ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. ცოტა ხნის წინ დაასრულეს სამართალდამცავებმა ჩხრეკა სამიდან ერთ ობიექტზე.

"მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის ლეგალიზაციის ფაქტს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა სავალუტო ობიექტზე, ამოღებულია სხვადასხვა რაოდენობის თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია, დაკავებული არავინაა,"-აცხადებს საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი კახაბერ სვანიძე. 

"ჩემი მეგობრის კომპანიაა, 25 წელია აქ არის. საქართველოს მოქალაქეობა აქვს, დიდი ბიზნესმენია, აქამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონია. დილით მოვიდნენ, კომპანიის საბუთები და კომპიუტერი წაიღეს,"-უთხრა "კურიერს" კომპანია "ბროლის" წარმომადგენელმა აეჰსან აქგაბლუმ.

დღის ამბები