24 ოქტომბერი 2020,   20:06
ვრცლად
არჩევნები პანდემიის პირობებში - თემა პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება

კოვიდსტატისტიკის ზრდა არჩევნების გადადების მიზეზად ჯერ არ განიხილება, სამაგიეროდ, ის უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი. თემაზე - როგორ ჩატარდება არჩევნები, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველთა უსაფრთხოების დაცვას შეძლებს, თუმცა პრემიერის აქცენტი დღეს სულ სხვა საკითხს ეხებოდა. გიორგი გახარია საარჩევნოდ მძიმე დღეების მოლოდინშია, თუმცა არა კოვიდის გამო.

პანდემია და არჩევნები დღეს კიდევ ერთი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. "ლელოში" ითხოვენ, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა ჩანიშნოს იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უსაფრთხოა თუ არა არჩევნების ჩატარება. მიმართვა ლევან კობერიძეს ეკუთვნის.

ოპოზიციას საკოორდინაციო საბჭოს ავტონომიურობა არ მოსწონს და სურს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს, განსაკუთრებით ახლა, საარჩევნოდ. თავის მხრივ სხდომის მოწვევის ან არჩევნების გადადების მიზეზებს ვერ ხედავენ მმართველ გუნდში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახლა იმაზე დარჩა სამსჯელო, როგორ ჩაერთვებიან არჩევნებში კოვიდინფიცირებულები და კარანტინში მყოფები. 

დღის ამბები