24 ოქტომბერი 2020,   18:28
ვრცლად
თბილისში კორონავირუსის ყველაზე მაღალი - 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია თბილისში და გამოვლინდა 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

"ყველაზე მეტი დღეისათვის გახლავთ თბილისში, 397 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში თითქმის სტაბილურია, იყო 22 და დღეს არის 27 შემთხვევა, ქვემო-ქართლში გახლავთ 20, შიდა ქართლში გახლავთ 14, მცხეთა-მთიანეთში არის 15 ახალი შემთხვევა, კახეთში გახლავთ 13 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში არის 8და ყველაზე ცოტა, 6 შემთხვევა არის გურიაში," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილი 4 პაციენტიდან, 2 თბილისში, 2 კი ბათუმში გადიოდა მკურნალობას.

მარინა ენდელაძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.      

დღის ამბები