20 ოქტომბერი 2020,   12:22
ვრცლად
მოსახლეობა შეწუხებულია, თხილის მოსავალი ფაროსანას გამო ფუჭდება და შემოსავალს ვეღარ იღებენ - ნინო ბურჯანაძე ოზურგეთში იმყოფებოდა

რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნინო ბურჯანაძე. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამომრჩევლებს ოზურგეთში შეხვდა.

სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, მოსახლეობა, რომელიც იძულებულია რეგიონი დატოვოს - შეხვედრაზე აქცენტი ამ თემებზე გაკეთდა.

"მოსახლეობა შეწუხებულია, თხილის მოსავალი ფუჭდება ფაროსანას გამო და შემოსავალს ვეღარ იღებენ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება რეალურად შევცვალოთ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები