20 ოქტომბერი 2020,   13:19
ვრცლად
მე მაქვს კონკრეტული პროგრამა, როგორ უნდა ვუშველოთ აჭარას - ნინო ბურჯანაძე ქობულეთში ამომრჩეველს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს "ლიდერი ნინო ბურჯანაზე ქობულეთში ამომრჩეველს შეხვდა. ბურჯანაძე მხარდამჭერებს პარტიის პრიორიტებზე ესაუბრა და აჭარის რეგიონის განვითარების საკუთარი გეგმა გააცნო.

"ჩვენს მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა ვესაუბრები პრობლემებზე. ეს არის წყლის პრობლემა, წყალგაყვანილობის პრობლემა, მოსავლის ჩაბარების პრობლემა, ეს არის ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პრობლემა. უამრავი ადამიანი არის შეშფოთებული იმ კრედიტებით, რომლებიც მათ აიღეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. მე მაქვს კონკრეტული პროგრამა, როგორ უნდა ვუშველოთ აჭარას და როგორ უნდა დავეხმაროთ ამ რეგიონს,"- განაცხადა ნინო ბურჯნაძემ.

დღის ამბები