20 ოქტომბერი 2020,   13:45
ვრცლად
რამ მოწამლა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვი - სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო

რამ მოწამლა გურიაში 80-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. 11 საბავშვო ბაღში ახლა სპეციალისტები მუშაობენ და აღებულ ნიმუშებს ლაბორატორიულ კვლევებს უტარებენ.

4 მცირეწლოვანი ნაწლავური ინფექციით საავადმყოფოში მოხვდა, დანარჩენებს კი, ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ.

სპეციალისტები კვებით ინტოქსიკაციასაც არ გამორიცხავენ​, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. 

დღის ამბები