04 დეკემბერი 2020,   03:19
ვრცლად
აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კვლავ დაძაბული სიტუაციაა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება.

პარალელურად, აზერბაიჯანის 5 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყება.

ომის ფონზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

გარდა ამისა ცნობილია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს 23 ოქტომბერს ვაშინგტონში შეხვდება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

დღის ამბები