27 ნოემბერი 2020,   07:46
ვრცლად
გავრცელდა დეზინფორმაცია, უნივერსიტეტებში სწავლება ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს - მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებში სწავლება ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. 

"მთელი რიგი დეზინფორმაციული ინფორმაციები გავრცელდა. ყველა უნივერსიტეტში დაცულია ნორმები. ჯანდაცვის სამინისტრო უნივერსიტეტებზე დაკვირვებას ახდენს და თუკი რაიმე გადაცდომა დაფიქსირდება, შესაბამისი რეაქცია იქნება. ამჟამად, ყველა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობებისთვის და იქაც, უნივერსიტეტებს მიეცათ დავალება, რომ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი ყოფილიყო გაწერილი. დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მყოფი ყველა პირი, პირბადით იყოს," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

დღის ამბები