27 ნოემბერი 2020,   06:24
ვრცლად
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეოთხე კლასელის ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადასული, კლასი კი სწალას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ასევე, ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული ზუგდიდის მეოთხე და ონარიის სკოლების თითო კლასიც. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, სულ სამეგრელოს მასშტაბით 68 ადამიანზე დადებითი პასუხია.

აქედან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებით მისული პაციენტები არიან.

კორონავირუსი გამოვლინდა ასევე წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, ფოთში, სენაკსა და მარტვილში. 
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ასევე, 87 წლის ხობელი ქალი, რომელიც მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პირი.

დღის ამბები