27 ნოემბერი 2020,   07:11
ვრცლად
დონალდ ტრამპი არჩევნებში მის კონკურენტ დემოკრატ ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებში მის კონკურენტთან, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს დებატები უსამართლობაა.

შტატების პრეზიდენტი თვლის, რომ მის საწინააღმდეგოდ, ორგანიზატორებმა სადებატო თემები შეცვალეს, "ენ ბი სი" ნიუსის კორესპონდენტი, კი, რომელიც დებატებს უნდა წარუძღვეს, ტრამპის აზრით დემოკრატების მხარდამჭერია.

კანდიდატებს შორის ფინალური დებატები 22 ოქტომბერს ტენესის შტატში ჩატარდება. დებატების მოდერატორი "ენბისი ნიუსის" კორესპონდენტი კრისტენ უოლკერი იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

დღის ამბები