27 ნოემბერი 2020,   08:12
ვრცლად
მოხარული ვართ, რომ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის და მისი გუნდი მოხარულია ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშში ასახული შეფასებით, სადაც საქართველოს საარჩევნო გარემო დადებითად არის შეფასებული. 

"მოხარული ვართ, რომ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს. ცალკეული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს სამართლიან და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს. პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. ყველა გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს, რაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლის მყარი საფუძველი გახდება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები