27 ნოემბერი 2020,   06:38
ვრცლად
ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსმა გავრცელების მასშტაბური სახე მიიღო - COVID-19 ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან 12 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, ერთი მათგანი კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში, კოვიდმიმღებ განყოფილებაში გადმოიყვანეს. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

სამცხე-ჯავახეთში ასევე კორონავირუსი დაუდასტურდათ მასწავლებლებს, რის გამოც რეგიონში ექვსი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება ახალციხის #4, ვალეს #2, ახალქალაქის #5 და ნინოწმინდის #1, #2 და #3 საჯარო სკოლებში.

დღის ამბები