27 ნოემბერი 2020,   08:09
ვრცლად
ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული COVID ინფექციით შეიყვანეს. მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

"პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც "კლინიკა ბომონდში" COVID ცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე," - აცხადებს მამია ყიფიანი.

ამ ეტაპზე COVID ცენტრში 97 პაციენტი იმყოფება.

დღის ამბები