27 ნოემბერი 2020,   08:07
ვრცლად
ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

ბოლნისი-მარნეულის გზაზე მომხდარი დაპირისპირების ადგილზე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ექსპერიმენტი ადგილზე ჩატარდა.

საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც.

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ენმ - ძალა ერთობაშია” კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მიზანმიმართულ თავდასხმაში "ქართული ოცნებაა" დამნაშავე.

"დამიზნებით, როდესაც ისვრი, ადამიანს იმეტებ სიკვდილისთვის. მეშველიანი აცხადებს, რომ ჩვენ დავდევთ ერთმანეთს და ვესვრით ერთმანეთს,"- განაცხადა ოქრიაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან მიქელაძე კი აცხადებს, რომ ურტყამდნენ და გზის სავალი ნაწილიდან გადააგდეს.

"დამარტყეს გადამაგდეს გზიდან და მერე სროლებიც დაიწყო. იყო აჩიკო მინდიაშვილი და საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე,"- განაცხადა მიქელაძემ.

მმართველი გუნდი და ამ მოვლენებს პროვოკაციულ ქმედებებად აღიქვამენ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედებები წინა საარჩევნოდ.

"იყო თავდასხმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე. აუცილებელია ასეთ შემთხვევაში იყოს რეაგირება სამართალმდაცავი ორგანოების მხრიდან. კახა ხედავს,რომ აგებს არჩევნებს, ნიკა მელია მას ფეოდალს უწოდებდა და ამით მოჰქონდა თავი, დღეს კი ეს ადამიანი არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ადამიანი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა და "ქართული ოცნებიდან" გაძევებულ იქნა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები