27 ნოემბერი 2020,   06:30
ვრცლად
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელი და მძევლები გამოიყვანეს

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელებმა ყველა მძევალი გამოიყვანეს.

ზუგდიდის ცენტრში გასროლის რამდენიმე ხმა 14:20 საათზე გაისმა. ქალაქის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი მამაკაცი შეიჭრა.

ამ დროს ბანკში 30-მდე მომხმარებელი და 10-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ბანკში მყოფ პირებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვა.

პარალელურად, ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო და განგაშის ღილაკს ხელი დააჭირა. მალევე ზუგდიდის ცენტრში ათეულობით სამართალდამცველი გამოჩნდა.

 

დღის ამბები