25 ნოემბერი 2020,   01:55
ვრცლად
ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" ფილიალი ამ დროისთვის დაკეტილია და არ მუშაობს

ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" ფილიალი, რომელსაც გუშინდელი მოვლენების კვალი ეტყობა, მათ შორის ნატყვიარები შენობასა და შუშებზე, ამ დროისთვის დაკეტილია და არ მუშაობს.

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ადგილზე სამართალდამცავებმა მოქალაქე მამაკაცი მიიყვანეს, რომელმაც ბანკის მიმდებარედ რამდენიმე ადგილებზე მიუთითა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყო ეს ადამიანი. სამართალდამცავებმა და აღნიშნულმა პირმა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალის ტერიტორია მალევე დატოვეს.

ბანკის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები უკვე აღარ აკონტროლებენ, თუმცა შიდა სივრცე დახურულია. ამ ეტაპზე მომხმარებლებს მხოლოდ საბანკო აპარატებით სარგებლობა შეუძლიათ. როდის განაახლებს სერვისცენტრი მუშაობას ჯერჯერობით "საქართველოს ბანკის" აღნიშნული ფილიალის თანამშრომლებისთვისაც უცნობია.

დღის ამბები