29 ნოემბერი 2020,   12:25
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენი დადგება - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, გარდაცვლილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, საქმეში არსებულ კითხვებს პასუხობს. მისი განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენი დადგება.

გარდაცვლილის ბიძა ასევე საქმეში ბრალდებულების მიერ ნაფიც მსაჯულების არჩევასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნულს დაცვის მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მცდელობად აღიქვამს.

"ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, რაც შეეხება პირველად კონფლიქტს, რომელშიც გიორგი საერთოდ არ მონაწილეობდა, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, პოზიცია მას შემდეგ გვექნება, რაც პროკურატურა ჩვენს წინაშე დააყენებს ამ პირებისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხს. რა თქმა უნდა, ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, რომ სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც აქვთ აღკვეთის ღონისძიება, იქ აირჩიონ ნაფიცი მსაჯულები და არა ყველაზე უფრო მძიმე ნაწილში, რომელიც არის გიორგის განზრახ მკვლელობა,"- განაცხადა გიორგი შაქარაშვილი ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ.

დღის ამბები