29 ნოემბერი 2020,   12:14
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა- ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

"კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე​. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, ამჟამად ბევრად უკეთესადაა.

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის, ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო, კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ, 31-ში უნდა მოვიგოთ,"- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

დღის ამბები