27 ნოემბერი 2020,   07:54
ვრცლად
ფოთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმში გაგრძელდება

ფოთის რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევის შემდეგ იქნა მიღებული, რადგანაც 11 დან 8 საჯარო სკოლაში პედაგოგებისა და მოწაფეების გარკვეულ რაოდენობას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ.

ინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

"22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე  ყველა  კონტაქტების მოძიება მოხდება და შესაბამისად რამოდენიმე მოსწავლეს აქვს PCR ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან 8 საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდინფექციის შემთხვევა, როგორც მასწავლებლის მხრიდან ასევე, მოსწავლეთა მხრიდან. გარდა ამისა, წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, მოგვმართა რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით, კვლავაც განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მე-7-დან მე-12 კლასებში ორ ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან," - განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.

დღის ამბები