29 ნოემბერი 2020,   12:48
ვრცლად
სამეგრელო ისევ მოვლენათა ეპიცენტრია - სოფელ ჯიხაშკარისა და კირცხის ადმინისტრაციულ საზღვართან სამართალდამცავები პატრულირებენ

სამეგრელო ისევ მოვლენათა ეპიცენტრია -  სამართალდამცველები მძარცველს სოფელი კირცხის მიმდებარედ ეძებენ. ესაა ბოლო წერტილი, სადაც თავდამსხმელი სამმა მძევალმა გათავისუფლებამდე ნახა. ამის შემდეგ ის პოლიციის ავტომობილით მიიმალა. უცნობია იპოვეს, თუ არა სამართალდამცავებმა შავი პიკაპი, რომლითაც თავდამსხმელი ბოლოს გადაადგილდებოდა.

სოფელ ჯიხაშკარისა და კირცხის ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე ჭანისწყალის სანაპიროზე პერიოდულად სამართალდამცავები ავტომობილებით პატრულირებენ და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

"კურიერი" ადგილობრივებს გაესაუბრა, თუმცა ისინი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილზე არავინ შეუნიშნავთ. ადგილობრივების თქმით, მათთვის არც სამართალდამცავებს უკითხავთ რამე.

შეიარაღებულ თავდამსხმელ სამართალდამცავები გვიან ღამიდან ეძებენ. დამნაშავემ, გუშინ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა მოახდინა და 43 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.  

დღის ამბები