29 ნოემბერი 2020,   12:09
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაა. მათი თქმით, ხალხზე არის დამოკიდებული, თუ რა არჩევანს გააკეთებს 31 ოქტომბერს.

"უკვე 8 წელია, რაც ეს ადამიანი არის საქართველოს ხელისუფლების მმართველი და 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა იქითკენ, რომ ქართველი ადამიანების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესებულიყო, რომ სიღარიბე დაძლეულიყო, რომ ადამიანებს კვების პრობლემა არ ჰქონოდა 2020 წელს. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება. მათი დრო წასულია. დანარჩენი ხალხზე არის ყველაფერი დამოკიდებული 31 ოქტომბერს. ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, ან აირჩევენ სიღარიბეს, შიმშილს - ისე როგორც არის დღეს, ან ხალხი აირჩევს წინსვლას, განვითარებას და წარმატებებს," - პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან მიხეილ ქუმსიშვილი.

დღის ამბები