29 ნოემბერი 2020,   11:38
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის წინასასამართლო სხდომა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. ბრალდებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატებს არ დაუმალავთ, რომ აპირებენ პროკურატურასთან მოლაპარაკებას.

ადვოკატები პროკურატურას, სავარაუდოდ, 10 ნოემბრამდე განცხადებით მიმართავენ. ისინი საპროცესო შეთანხმებას მოითხოვენ. ამის შემდეგ, შედგება სპეციალური ოქმი, რომელსაც სასამართლო პროცესზე განიხილავენ.

სავარაუდოდ, 10 ნოემბერს მოხდება შეთანხმება 3 საბურთალოელის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე. პროკურორი მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ მზაობა ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის მხრიდან ნამდვილად არის.

საბა ჩხარტიშვილის უფლებადაცმველი აცხადებს, რომ მთავარია, რა პირობები იქნება საპროცესო შეთანხმებაზე.

პროკურორი ზურაბ ცალუღელაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.

დღის ამბები