29 ნოემბერი 2020,   12:39
ვრცლად
"ჯერჯერობით დაკავებული არიან მეისრეები" - ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურა დატოვა

სამ საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურა დატოვა. ყოფილი დეპუტატი და "ქართული დასის" დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმის ფარგლებში დაიბარეს.

"მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი კაპანაძე და სხვა რიგითი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფო ღალატს. ჯერჯერობით, დაკავებული არიან მეისრეები, მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან დამნაშავეები, თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დიდი ფული, რაც ჩემი აზრით, გადახდილია ამ დიდ, ისტორიულ ღალატში, ამათაც შეხვდა. შესაძლოა, ამათ უბრალოდ დაავალეს და გააკეთეს, მაგრამ შეუძლებელია პრეზიდენტის, მაშინდელი შს მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გარეშე," - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ყოფილმა დეპუტატ დღეს ოპოზიციიდან უპასუხეს და ხელისუფლების ინტერესის გატარებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები