29 ნოემბერი 2020,   11:43
ვრცლად
თავდამსხმელის ქმედებები ტერაქტს უტოლდება, მიზანი სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება იყო - ამირან სალუქვაძე

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე  ზუგდიდში განვითარებულ პროცესებისა და სპეცოპერაციის შეფასებებისას ამბობს, რომ თავდამსხმელის ქმედებები ტერაქტს უტოლდება.

სალუქვაძე ამბობს, რომ გუშინ მომხდარი ფაქტების სამართლებრივი შეფასებები მიმდინარეობს.

"მე ნაკლებს ვისაუბრებდი საერთოდ ამ ბოროტმოქმედზე, რომლის მოქმედებები შინაარსით, ხასიათით, უტოლდება ტერაქტს და არ არის გამორიცხული, რომ ჩადებულიც ყოფილიყო ტერაქტისთვის მსგავსი ქმედებები და მიზნები. თუნდაც ის მიზანი, რაც მიაღწია მან ამ ოპერაციიდან. ესეც შესაძლოა ყოფილიყო თავიდანვე ჩადებული. დანარჩენზე ბევრი გაკეთდა შეფასებები, ესეც ვარაუდებია. შესაძლოა, ის არის ყოფილი სამხედრო, ან სხვა სპეცრაზმის წარმომადგენელი, შესაძლოა, გავლილი აქვს მომზადება,“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ თავდამსხმელის მიზანი სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება იყო.

"დღეს მთელი დღეა კეთდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა გადახდილიყო თანხა, ეს არის ცუდი პრეცედენტი. ეს ანა- ბანა იცის ყველამ, ჩვენც ვიცით და გასაგებია, რა თქმა უნდა. იდეალური იქნებოდა მძევლების დახსნაც და ბოროტმოქმედის დაკავებაც. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება და მსოფლიოში ვიცით უამრავი შემთხვევები, როცა ღიად თუ ფარულად, ხდება თანხის გადახდა,“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

დღის ამბები