29 ნოემბერი 2020,   11:28
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" პროექტის ფარგლებში შშმ პირებს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძემ მათ საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, სადაც საუბარია თუ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებები, არ უნდა შეექმნათ ბარიერი არც სწავლის პროცესში და არც სამსახურის მოძიების პროცესში, რათა ისინი მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვეულებრივ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

"სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მათთვის ელემენტარული პირობები იყოს უზრუნველყოფილი, მათი უფლებები იყოს დაცული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რაიმე ტიპის მათთვის შეზღუდვა ან ბარიერის დაწესება, იქნება ეს სამსახურის დაწყების თვალსაზრისით, სწავლის დაწყების თვალსაზრისით თუ ა.შ. და რა თქმა უნდა ყველანაირად უნდა დაუდგეს გვერდში ამ ადამიანებს, რომ ისინი სრულყოფილად ჩაერთონ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები