29 ნოემბერი 2020,   12:19
ვრცლად
ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა - შს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ფილიალში განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა.

ჟურნალისტებმა შს მინისტრს ჰკითხეს, მოხდება თუ არა დანაშაულის წახალისება, რადგან, ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ულტიმატუმი, მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი და სამართალდამცველებმა კი ამ დრომდე მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

"ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოდის, ასევე ექსპერტები, რომლებსაც შეხედულება აქვთ, რომ საპოლიციო მოქმედებები ასეთი არ შეიძლება იყოს. ზოგადად, როდესაც მძევალი აყვანილია, ამას აქვს თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები და არ არის არც საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის, არამედ ეს არის სტანდარტები. არის ა,ბ,ც საფეხურები, დაწყება, შესვლა-არშესვლა, ვთქვათ ბოროტმოქმედისთვის იმის მიცემა, რასაც ითხოვს, ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ და ახალი არაფერი გამოგვიგონია,"  - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები