25 ნოემბერი 2020,   01:36
ვრცლად
მკვლელობა მარტყოფში - 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა

მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო. უთანხმოების მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით პირადი ფაქტორი გახდა.

16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ახლა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 16 წლის ბიჭს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება, გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე უცნობია, თუმცა ახლა გამოძიებას მხოლოდ ერთი დაკავებული ყავს, რომელსაც ბრალდება განზრახ მკვლელობას ედავება.

დღის ამბები