27 ნოემბერი 2020,   07:59
ვრცლად
რამდენიმე გასროლა, შემთხვევის ადგილიდან მიმალული მკვლელი და იარაღით ხელში ნაპოვნი მოკლული მამაკაცი - რას ყვებიან თვითმხილველები

მკვლელობა თბილისში. მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, ვალერიან ნემსიწვერიძეა.

ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში გახმაურებული მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით ციხეშიც იჯდა.

საუბარია 2004 წელს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუაშვილის მკვლელობის მცდელობაზე, სადაც კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე, ფიგურირებდა.

ორივე მათგანს ციხეში არასათანადო მოპყრობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საქმეც აქვს მოგებული.

მოკლულის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში გადაასვენეს, ვალერიან ნემსიწვერიძის სხეულის ამოსაცნობად სამხარაულის ბიუროში დღის ბოლოს მისი მეუღლე მივიდა, ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს. 1979 წელს დაბადებული ნემსიწვერიძე დღისით სარაჯიშვილის ქუჩაზე კუთვნილ მანქანში ჩაცხრილეს, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ცხედარი შემთხვევიდან მალევე გამვლელმა იპოვა.

რა გახდა სასტიკი მკვლელობის მოტივი, უცნობია, ვერსიებზე ოჯახს საუბარი უჭირს.

დღის ამბები