27 ნოემბერი 2020,   06:50
ვრცლად
როგორ უნდა მისცენ ხმა ინფიცირებულებმა და თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა - არასამთავრობო სექტორის ნაწილი ცესკოს დადგენილებას აკრიტიკებს

ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა სასამართლოში ცესკოს ის დადგენილება გაასაჩივრა, რომელიც კლინიკებში, კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურებს ადგენს. ოპოზიციონერები დოკუმენტს არჩევნების გაყალბების და ხმების მითვისების მექანიზმად მიიჩნევენ. კერძოდ, რისკებს მათთვის გადასატანი ყუთის მასობრივი გამოყენება აჩენს და ამბობენ, რომ ამ პროცესში ხმის მიცემის და სპეციალურ უბნებზე ხმის დათვლაც უკონტროლო იქნება.

ცესკოს მიერ შემუშავებული დადგენილება არჩევნების გაყალბების წინაპირობაა საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები პროცესში მეტ გამჭვირვალობას და კომუნიკაციას ითხოვენ.

ცესკოს დადგენილება ზღუდავს კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის უფლებებს - შენიშვნები აქვს მესამე სექტორსაც. არასამთავრობო ორგანიზაციისთვის პრობლემური დადგენილებით განსაზღვრული რეგისტრაციის ვადებიც არის. კერძოდ, კლინიკებში, კარანტინსა და იზოლაციაში მყოფმა პირებმა სპეციალურ სიაში მოსახვედრად რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს. შესაბამისად, უცნობია იმ პირთა ბედი, რომელიც ამ სივრცეებში 26 ოქტომბრის შემდეგ მოხვდება.

მესამე სექტორის და ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ სპეკულაციაა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

დღის ამბები