27 ნოემბერი 2020,   07:20
ვრცლად
City mall-ი, სადაც დღეს საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა - დაკვამლიანება ერთ-ერთ კვების ობიექტში იყო

საბურთალოს City mall სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა - სავაჭრო ცენტრში თანამშრომლებს უშვებენ. დაცვის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ წუთებში პრობლემა აღმოფხვრილია. ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ აღინიშნება.

ცოტა ხნის წინ City mall-ში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანები აცხადებდნენ,  დაკვამლიანება მე-4 სართულზე შეინიშნებოდა. სავარაუდოდ ხანძარი ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა.

როგორც "კურიერთან" საუბარში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები