27 ნოემბერი 2020,   06:13
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სასამართლო მეტწილად, პროკურატურის გავლენის ქვეშ იყო - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი "ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე- ვინ მართავდა მოსამართლეებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკაში ყოფნის დროს, პასუხობს, რომ სასამართლო ხარვეზები იყო პოლიტიკური მემკვიდრეობა შევარდნაძის მთავრობიდან.

ხატია დეკნაოიძ ამბობს, რომ 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ.

"დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების და დემოკრატიის გარანტი. სასამართლო იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ მეტწილად, რატომ იყო?- იმიტომ რომ 2003 წელს დაგვხვდა ჩავარდნილი ქვეყნის მემკვიდრეობა, მათ შორის კორუფცია და ორგანიზებული დანაშაულები, რომელიც იყო შევარდნაძის მემკვიდრეობა.

სასამართლო რეფორმა უბრალოდ არ შემდგარა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, ყოველგვარი პათოსის გარეშე არის ის, რომ წარუმატებელი მოსამართლეები და ის წარუმატებელი ნაბიჯები, რომელიც 2012 წლამდე იყო მურუსიძე და ჩინჩალაძე დიდი წარმატებით გადაიბარა "ქართულმა ოცნებამ".- განაცხადა ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები