27 ნოემბერი 2020,   07:39
ვრცლად
რასაც ჩვენ ვისმენთ ამ ოპოზიციური პარტიიდან, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვავნებს, ძალიან ცდებიან - ზაალ უდუმაშვილი "ევროპულ საქართველოზე"

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ საუბრობს. 

კითხვაზე - ნაჩქარევი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახლება, თუ ეს გამოიწვევდა ესეთ დაპირისპირებას ორ პოლიტიკურ ოპოზიციურ მოკავშირეს შორის, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში  ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა. 

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პირი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შესძლებს და მას ამის საკმარისი რესურსი და გამოცდილება აქვს.

"ეს არ არის დაპირისპირება ოპოზიციას შორის. ერთმა კონკრეტულმა პარტიამ თუ  გადაწყვიტა რომ მისთვის სააკაშვილის ფიგურა არის მიუღებელი პრემიერ მინისტრობის პოსტზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ან იგივე დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ეს არის მათი კონკრეტული საქმე. ისე, როგოც ჩვენ არანაირად არ ვერევით ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი და საერთოდ არც გვაინტერესებს რეალურად, ასევე, ჩვენ ვის დავასახელებდით პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად, მით უმეტეს, ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი არის გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი, რომელშიც ძალიან ბევრი პარტიაა გაერთიანებული. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე, რა თქმა უნდა, ნომერი პირველი იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე და კავშირებიდან გამომდინარე.

რასაც ჩვენ ვისმენთ ამ ოპოზიციური პარტიიდან, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვავნებს, ძალიან სცდებიან, პირველ რიგში თავის თავს ავნებენ და ეს შეეტყო რეიტინგებსაც,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები