27 ნოემბერი 2020,   07:27
ვრცლად
ოზურგეთში სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

გურიაში მედპერსონალს COVID-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის სპეციალისტების მათ კონტაქტებს და ინფიცირების წყაროებს არკვევენ.

"ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ ინფიცირების წყაროს კვლევა მიმდინარეობს. რაც შეება იმას, არის თუ არა რისკი იმისა, რომ მათგან პაციენტებს გადასდებოდათ ვირუსი - მინიმალურია, რადგანაც ყველა საეჭვო პაციენტთან ისინი სრული ეკიპირებით მიდიან,"- განაცხადა ოზურგეთის რაიონული სამსახურის უფროსმა ნანა გულიაძემ.

დღის ამბები