25 ნოემბერი 2020,   01:54
ვრცლად
შეტაკება რომში - აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს

შეტაკება რომში - დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ულტრამემარჯვენე მოძრაობის, "ახალი ძალის“ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს შორის. ისინი კომენდანტის საათის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიკრიბნენ და დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულები.

დღის ამბები