25 ნოემბერი 2020,   01:40
ვრცლად
"სამსუნგ ჯგუფის" თავმჯდომარე გარდაიცვალა - ლი კუნ-ჰი სამხრეთ კორეაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო

სამხრეთ კორეის უდიდესი კონგლომერატის, "სამსუნგის ჯგუფის" თავმჯდომარე ლი კუნ-ჰი 78 წლის გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მის პერიოდში "სამსუნგ ელექტრონიქსი" მსოფლიოს უდიდესი კომპანია გახდა. "ფორბსის" მიხედვით, სამხრეთ კორეაში ლი კუნ ჰი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, რომლის ქონება თითქმის 21 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Samsung-ის განცხადებით, კომპანიის თავმჯდომარე კვირას, სახლში გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები