27 ნოემბერი 2020,   08:07
ვრცლად
30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს არჩევნებზე ხმის მისაცემად დადგენილი რეგისტრაციის ვადა - ელენე ხოშტარია

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოითხოვს, კლინიკებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებზე ხმის მისაცემად დადგენილი რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდეს.

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გამოთქვამს ეჭვს, რომ მოქალაქეების დარეგისტრირება შერჩევით ხდება.

მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე 467 მოქალაქიდან მხოლოდ 37 დარეგისტრირდა. ელენე ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლება.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბრიფინგით გამოეხმაურა არჩევნებზე თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის უფლების შეზღუდვას.

ელენე ხოშტარიას თქმით, რეგისტრაცია პოლიტიკური ნიშნით ხდება, რასაც კონსტიტუციის დარღვევა უწოდა. ასევე ცესკოსაც მიმართა და რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დღის გახანგრძლივებისკენ მოუწოდა, რადგან ყველა ვინც თვითიზოლაციაში ყველას უნდა მიეცეს ხმის მიცემის უფლება არჩევნების დღეს.

დღის ამბები