25 ნოემბერი 2020,   01:23
ვრცლად
უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სიცრუე შემოიტანონ - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები ხალხში სიცრუის გავრცელებას გეგმავენ, რასაც ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდი ამისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა პლატფორმას გამოიყენებს. 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებზე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიცრუე შემოიტანონ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ არც პროვოკაციებს და არ შევაყვანინოთ საზოგადოება შეცდომაში. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს საზოგადოებასთან კომუნიკაციის, რომლის ყველა პლატფორმა უნდა იქნეს გამოყენებული,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იქამდე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ინტერნეტში ცრუ ვიდეომასალის გავრცელებას გეგმავს. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოპოზიციამ ბრალდებითვე უპასუხა.  

დღის ამბები