29 ნოემბერი 2020,   12:41
ვრცლად
პარტიამ "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" კულტურის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა

"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკურმა გუნდმა კულტურის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა.

ელისაშვილის გუნდი მიიჩნევს, რომ კულტურის პოპულარიზაციით და ბიუჯეტის სწორი დაგეგმვით, შესაძლებელია სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

კულტურის რეგიონულ დონეზე განვითარება, კულტურის, როგორც არაფორმალური განათლების ქსელის ჩამოყალიბება, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა არის ის საკითხები, რაც გუნდში უმთავრესად მიაჩნიათ.

კულტურის ხედვაზე გუნდის წევრებმა, გიორგი სავანელმა და ნათია სოყურაშვილმა დარგის ექსპერტებთან ერთად იმუშავეს.

დღის ამბები