29 ნოემბერი 2020,   12:38
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხდება

წინასწარი მონაცემებით  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხდება, ხმების დათვლის პროცედურა ქვეყანაში ამ დრომდე არ დასრულებულა, ეგზიტპოლის მონაცემებით, კი კიევში, დნეპრში, ლვოვსა და ოდესაში მეორე ტური გაიმართება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მმართველმა პარტიამ ვერცერთ ქალაქში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წარმატებას ვერ მიაღწია. პარტია "ხალხის მსახურის" კანდიდატებმა საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს.

დღის ამბები