29 ნოემბერი 2020,   12:39
ვრცლად
მძარცველს არ ჰქონდა მიზნად ბანკიდან მხოლოდ ფულის გატანა, ხაზს უსვამდა იარაღის ფლობას და სამხედრო მომზადებას - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი ბანკზე თავდასხმის საქმეზე

"დღის კურიერის" ეთერში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში ბანკში შეჭრილი მძარცველის ქმედებები იყო თეატრალიზიებული და მხოლოდ ბანკის ძარცვას არ ემსახურებოდა.

როგორც ბესო ალადაშვილი აღნიშნავს, პირი იყო საკმაოდ გათვიცნობიერებული იმ საქმეში, რასაც აკეთებდა და მისი სამხედრო წვრთნა დეტალებში ჩანდა.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ მძარცველს ბანკის ძარცვასთან შედარებით უფრო დიდი და მასშტაბური მიზნები და გეგმები ჰქონდა.

"ვიდეოკადრების შედარება ფოტოებთან და ამით რამე დასკვნის გაკეთება რთული იქნება, მე აქ უფრო ვხედავ გარკვეულ სისტემურ პრობლემებს. თავდამსხმელს ძალიან ბევრი რამე ჰქონდა გათვლილი, ის მომზადებული მოვიდა მძევლების ასაყვანად და მას არ ჰქონდა მიზნად მხოლოდ ბანკიდან ფულის გატანა, ის ხაზს უსვამდა იარაღის ფლობას და სამხედრო მომზადებას. ასევე არავისთვის წაურთმევია ტელეფონი და საშუალებას აძლევდა მძევლებს ყველაფერი გაეშუქებინათ, ამიტომ ეს მაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდო, რომ ეს არ იყო მხოლოდ ძარცვა.

მეორე პრობლემა, რაც არის, ესაა ბანკების დაცვის პრობლემას, არაერთი ასეთი შემთხვევა გაგვიგია. აქ უფრო მკვეთრად უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, ცოცხალი ძალა არ იცავს ბანკს და იცავენ ყველაფერს პულტით. შეიარაღებული პოლიციელი კი 70%-ით გაუქრობს მძარცველს ბანკში შესვლის სურვილს.

ავტომობილით გადაადგილებს დროს მას დრონის მეშვეობით უნდა დაკვირვებოდნენ, როდესაც ის სიბნელეში გადმოვიდა, თუ მას არ ყავდა თანამზრახველი განათების მეთოდებს მიმართავდა და ამიტომ მისი აყვანა უნდა მომხდარიყო იქვე, მძევლების გათავისუფლებისთანავე. ვფიქრობ, გალდავას და პოლიციის უფროსებს უნდა ჰქონოდათ რამე ჩიპი, რომელიც მის ადგილსამყოფელს დაადგენდა.

შეიძლებოდა მისთვის ჩიპის ჩუმად მიმაგრება, აქ გამოჩნდა ოპერატიულ-ტექნიკური მუშაობის ნაკლი.

უნდა დავუკვირდეთ, რომ მას არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკას არ შეხებია. მაგრამ მთელი ეს მოქმედებები, რაც იყო, ქვეყნისთვის ცუდია და ქვეყნის პრესტიჟის შემლახველია, ამიტომ ეს მაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფერს შორს მიმავალი გეგმები აქვს და ეს არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს სხვა მიზნებს ემსახურებოდა.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო ვინაობის დამალვას ითხოვდა, ეს შეიძლება უსაფრთხოების გამო იყო. შესაძლებელია იმისთვის ყოფილიყო, რომ ის ცრუ კვალზე გასულიყო. რთულია რეალურად შსს-ს რა მიზანი ჰქონდა, შესაძლოა არ იყო ბოლომდე დარწმუნებული ამ პიროვნების იდენტობა იყო თუ არა ამოცნობილი,"- განაცხადა ბესო ალადაშვილმა.

დღის ამბები