29 ნოემბერი 2020,   11:29
ვრცლად
ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

"საქართველოს ბანკში" შეჭრაში ერთადერთი ეჭვმიტანილის ბადრი ესებუას სახლში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. სოფელ გრიგოლიში ჩხრეკას ბადრი ესებუას ოჯახის წევრები ესწრებიან.

პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლონ.

სახლთან რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, როგორც შსს-დან, ასევე საპატრულო პოლიციიდან. 

"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩაზეც ასევე განხორციელდა ჩხრეკა, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ სახლში ორი პირი დააკავეს და აქედან ერთ-ერთი ბადრი ესებუაა.

დღის ამბები