29 ნოემბერი 2020,   12:39
ვრცლად
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა ხვალ 14:00 საათზე იწურება

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება მოითხოვონ.

მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიმართა.

სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს შეესაბამება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა ხვალ, 14:00 საათზე, იწურება.

დღის ამბები