27 ნოემბერი 2020,   08:01
ვრცლად
ცესკოსთან "ლეიბორისტების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები

ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან - ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ.

დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ინციატივას, რომ მათ გაეშალათ კარავი ცესკოს შენობაში, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან მობილიზებულები. დაპირისპირების დროს დაშავდა პარტიის  ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრიც.

"ეს სამარცხვინო სამართალდამცველები ძალადობენ ახალგაზრდებზე, გოგოებზე ძალადობენ და ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის. სამართალდამცველები იცავენ თამარ ჟვანიას, რომლის ყოველთვიური ხელფასი აღემატება 100 პენსიონერის პენსიას თვეში. გვეჭიდავებიან, ძალადობენ, ახალგაზრდა გოგო ცუდად გაგვიხდა ახლა ამ ჭყლეტვაში. კარვის გაშლა გვინდა და პოლიციელებმა უკადრებელი იკადრეს," - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

დღის ამბები