29 ნოემბერი 2020,   12:16
ვრცლად
მას შემდეგ რაც არჩევნები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის, მოლოდინი გვაქვს, რომ ლარი დასტაბილურდება - მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა "ღამის კურიერის" ეთერში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრეს და ეს ერთობლივ საგარეო და საშინაო ფაქტორებს დაუკავშირეს.

რა მასშტაბით არის გაუფასურებული ლარი და რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს მოქალაქეებზე, ამის მაგალითად გადაცემის წამყვანმა საკუთარი იპოთეკური სესხი მოიყვანა და განაცხადა, რომ ბოლო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სესხზე ყოველთვიურ გადასახადი მინიმუმ 1000 ლარით გაუძვირდა, რაზეც ქართული ოცნების წევრის მარიამ ქვრივიშვილის პასუხი იყო, რომ ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ გამოწვევას უფრო გლობალურად შეხედვა სჭირდება:

"როცა ვსაუბრობთ გაცვლით კურსზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საგარეო და საშინაო პროცესები პირდაპირ რეაგირებს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. რა თქმა უნდა, ის პრობლემა, რომელიც ახსენეთ, არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, მაგრამ ამ გამოწვევას სჭირდება ცოტა უფრო მეტად გლობალურად რომ შევხედოთ, თუკი ჩვენ შევედრებით მეზობელ ქვეყნებს, მათთან შედარებით ჩვენი კურსი ყველაზე ნაკლებად არის გაუფასურებული, ეს ერთის მხრივ არის დადებითი.

ეს არის შიდა ფაქტორებიც, საგარეო ფაქტორებიც, დღევანდელ დღეზე თუ ვსაუბრობთ COVID-19 ეს არის ყველაზე დიდად ნეგატიური ზეგავლენის მქონე, ასევე - წინასაარჩევნო პროცესებში ყოველთვის ასეა. მოკლე ვადაში რომ შევხედოთ, მას შემდეგ, რაც არჩევნები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის, მოლოდინი გვაქვს, რომ დასტაბილურდება პროცესები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გრძელ ვადაში COVID-19-ის ეფექტიც დასტაბილურდება,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები