04 დეკემბერი 2020,   04:04
ვრცლად
პირდაპირი ლუსტრაცია იმ ზრახვების, რაც მზაკვრულ ოპოზიციას გააჩნია - რატი იონათამიშვილი IPM Reseearch-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე

IPM Reseearch-ის მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევას და დასმულ შეკითხვას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კვლევამ აშკარა გახადა ის სურვილები, რაც ოპოზიციას აქვს.

"ამ კვლევების დაკვეთა, ეს არის პირდაპირი და არა ირიბი ლუსტრაცია იმ ზრახვების, რაც ჩვენს მზაკვრულ ოპოზიციას გააჩნია რეალურად არჩევნებზე, რომ ისინი ირჩევენ რადიკალიზაციის გზას და ახლა ფიქრობენ, რომ ამ რადიკალიზაციაში რომელი გზა უფრო ეფექტური იქნება მათთვის, რომ ამ მავნე მიზანს მიაღწიონ. მაგრამ, ცხადია, მსგავსი არჩევანი არის განწირული ქართულ პოლიტიკაში, რომ რაიმე წარმატება ჰქონდეს,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კონკრეტულად, საუბარია IPM Reseearch-ის მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. კობახიძემ ჩატარებული კვლევა და საზოგადოების მიმართ დასული შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა. კობახიძემ აღნიშნა, რომ კომპანიას კვლევის ჩატარება და ამ საზოგადოებისთვის ამ კითხვის დასმა ოპოზიციამ დაუკვეთა. 

საუბარია კითხვაზე, რომლის შინაარსიც მდგომარეობს შემდეგში - "პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ." აქვე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პასუხებში მოქალაქეებს შესთავაზეს ერთ-ერთ პასუხად - "სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება."

დღის ამბები