29 ნოემბერი 2020,   12:04
ვრცლად
შაბათს ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ აღვნიშნოთ - გიორგი ბარამიძე

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ შაბათს, არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ აქცია იგეგმება. ბარამიძე ამბობს, რომ ეს იქნება გამარჯვების აქცია. 

გიორგი ბარამიძის თქმით,  ქართველი ხალხის ვერდიქტი მშვიდობიანად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

"ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. 8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ. გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და ამის ეშინიათ,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

დღის ამბები